logo
ENG



"ჰორეკა სექტორს 4.5 მლრდ-ის სესხი აქვს, ბანკებისთვის ფულის გადახდას 1 წელი ვერ შევძლებთ"

06 მაი 202021:37
3 წუთის საკითხავი
 
5wr55ir50eabkzn.jpg

 

ტურიზმის სექტორი ბანკებისგან სესხების 1 წლით გადავადებას ითხოვს. კომპანიების წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები საფინანსო სექტორთან, რომელიც სავარაუდოდ ერთ თვეს გასტანს. „სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ე.წ. ჰორეკა სექტორის სესხების მოცულობა 4.5 მილიარდი ლარია. აქედან 1.5 მილიარდი ტურიზმის სექტორთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირებზე მოდის, დანარჩენი კი იურიდიულ პირებზე. ალავერდაშვილი ამბობს, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში სესხის მომსახურებას ვერ შეძლებენ.

„ტურიზმის სექტორს პულსი გაჩერებული აქვს. არის წინაპირობა რომ სექტორი სრულად გაკოტრდეს. შემდეგი წლის მაისამდე ტურიზმის სექტორი მხოლოდ გადარჩენის რეჟიმში იმუშავებს.

სავარაუდოდ ერთი თვე გაიწელება ბანკებთან ოქროს შუალედისთვის ბრძოლა. გვსურს რომ გამოსავალი ერთად ვიპოვოთ, ისე რომ არც საბანკო სექტორი გაკოტრდეს და ჩვენც გადავრჩეთ.

შემდეგი წლის ივნისამდე ჩვენი სექტორი ბანკებისთვის ფულის გადახდას ვერ მოახერხებს. სექტორს ოფიციალურად 3 მილიარდი ლარის სესხი აქვს აღებული, ამას ემატება ფიზიკური პირების 1.5 მილიარდის მოცულობის სესხი. ამ სესხის მომსახურებას 1 წელში 140 მლნ დოალრის თანხა დასჭირდება. შევეცდებით სახლემწიფოსთან შეთანხმებით, დონორებისგან ვიშოვოთ ეს თანხა.  140 მლნ დოლარი იქნება საპროცენტო განაკვეთი, რის საფუძველზეც შეგვეძლება ბანკებს დაველაპარაკოთ რომ სესხებმა 1 წლით გადაიწიოს“, - ამბობს ალავერდაშვილი "ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას.

საბანკო სექტორის მიერ გაცემული სესხების მოცულობა მიმდინარე წლის პირველი აპრილისთვის 34.9 მილიარდ ლარს შეადგენს.

 


close დახურვა